გურამ ნიკოლაშვილი: არ არსებობს ადამიანი, ვისაც პატრიარქის მიმართ პატივისცემა არ ჰქონია, მტერიც კი. სხვა აღმსარებლობის ადამიანებიც მისგან გრძნობდნენ სიყვარულს, სიბრძნეს და სულ აღნიშნავდნენ ამას

გურამ ნიკოლაშვილი: არ არსებობს ადამიანი, ვისაც პატრიარქის მიმართ პატივისცემა არ ჰქონია, მტერიც კი. სხვა აღმსარებლობის ადამიანებიც მისგან გრძნობდნენ სიყვარულს, სიბრძნეს და სულ აღნიშნავდნენ ამას

იმედი|imedinews.ge

არ არსებობს ადამიანი, ვისაც პატრიარქის მიმართ პატივისცემა არ ჰქონია, მტერიც კი. სხვა აღმსარებლობის ადამიანებიც მისგან გრძნობდნენ სიყვარულს, სიბრძნეს და სულ აღნიშნავდნენ ამას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, ისტორიკოსმა გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფიგურაზე საუბრისას.

„ყველა ადამიანი, ვინც პატრიარქს იცნობდა, ისინი გრძნობდნენ მისგან მომდინარე დამოკიდებულებას, სიყვარულს, სიბრძნეს და იყო ერთი სიამოვნება. ამიტომ ეს ბადებდა მის მიმართ პატივისცემას და არ არსებობს ადამიანი, ვისაც მის მიმართ პატივისცემა არ ჰქონია. მტერიც კი, რუსეთის პრეზიდენტიც კი იხსენიებდა მას ისე, რომ აი, როგორი უნდა იყოს ქართველი. ეს არის უნიკალური თვისება. სხვა აღმსარებლობის ადამიანები, ილია მეორეს ხანგრძლივი პატრიარქობის განმავლობაში, ვისაც ის შეხვედრია, ამას ყველა ხედავდა, გრძნობდა და აღიარებდა. რაც წლები ემატებოდა და გადიოდა, ურთულეს პირობებთან უწევდა მას გამკლავება და მით უფრო თვალსაჩინო ხდებოდა“, - აღნიშნა ნიკოლაშვილმა.

93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. მას სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია