
სამების საკათედრო ტაძრის მგალობელი: დღეს თუ ისმის საქართველოში მრავალხმიანი გალობა ყველა ტაძარში, ეს არის ჩვენი უწმინდესის დამსახურება. ძალიან დიდია პატრიარქის ღვაწლი, რომ თითოეული ადამიანის გულამდე მისულიყო თითოეული ბგერა
დღეს თუ ისმის საქართველოში მრავალხმიანი გალობა ყველა ტაძარში, ეს არის ჩვენი უწმინდესის დამსახურება. ძალიან დიდია პატრიარქის ღვაწლი, რომ თითოეული ადამიანის გულამდე მისულიყო თითოეული ბგერა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელმა, გიორგი მექვაბიშვილმა პატრიარქზე საუბრისას.
მან გაიხსენა თუ რამდენად ხშირად სტუმრობდა პატრიარქი მგალობელთა გუნდს რეპეტიციების დროს.
„ჩვენ თანაზიარი ვიყავით იმისა, როცა ის თითქოსდა ამ უბრალო საგალობლებს ქმნიდა და აღმოჩნდებოდა, რომ ეს მისი თქმით უბრალო ჰარმონიები, მეორე დღეს მთელმა ერმა ზეპირად იცოდა. პატრიარქის ყველა გალობა, ნაწარმოები, ფაქტობრივად ზეპირად იცის თითოეული მრევლის წევრმა. ეს ჰარმონია გასცდა ქვეყნის ფარგლებსაც. ასე, რომ ძალიან დიდია პატრიარქის ღვაწლი, რომ თითოეული ადამიანის გულამდე მისულიო თითოეული ბგერა“, - განაცხადა გიორგი მექვაბიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge