მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამა შალვა კეკელია პატრიარქის ნათლულების მსვლელობაზე: მჯერა, რომ ეს ბავშვები გააგრძელებენ იმ გზას, რაც პატრიარქს უნდოდა და პატრიარქს უნდოდა ერთი რამ - ქართველებს ერთმანეთი გვყვარებოდა. ეს ის თაობაა, რომელიც ამ ქვეყანას გააბრწყინებს
მამა შალვა კეკელია პატრიარქის ნათლულების მსვლელობაზე: მჯერა, რომ ეს ბავშვები გააგრძელებენ იმ გზას, რაც პატრიარქს უნდოდა და პატრიარქს უნდოდა ერთი რამ - ქართველებს ერთმანეთი გვყვარებოდა. ეს ის თაობაა, რომელიც ამ ქვეყანას გააბრწყინებს

იმედი|imedinews.ge

მისმა უწმინდესობამ 2007 წელს ასეთი ინიციატივა განაცხადა, რომ ის იქნებოდა მესამე და შემდეგი შვილების ნათლია. ღვთის მადლით 50 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს მის უწმინდესობა. ასეთი მასშტაბის პიროვნება ილია ჭავჭავაძის შემდეგ არ გვყოლია, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ, პატრიარქის ნათლულების მსვლელობასთან დაკავშირებით საუბრისას.

მისი თქმით, პატრიარქის სურვილი იყო, რომ ერთმანეთის სიყვარული ჰქონოდა ერს და ეს ბავშვები ამ სიყვარულის სიმბოლოები არიან.

„ეს ის თაობაა, რომელიც ხვალ და ზეგ ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. ეს ის თაობაა, რომელსაც ერთმანეთი ძალიან ეყვარებათ. ამ ბავშვებს ყოველთვის ემახსოვრებათ მისი ნათლიასთან, როგორ მივიდნენ პანაშვიდზე, როგორი დიდი ტკივილი ნახეს. ვხედავდით გუშინ, რომ პატრიარქის ნათლულების გუნდი იდგა სამების ტაძართან და პატრიარქს ელოდებოდნენ, რომ პატრიარქი მიესვენებინათ იქ. ეს ბავშვები ყველანი ტიროდნენ, ეს ხომ გულწრფელი ცრემლებია და გულწრფელი სიყვარული მათი უწმინდესობის მიმართ. მე მჯერა, რომ ეს ბავშვები გააგრძელებენ იმ გზას, რაც პატრიარქს უნდოდა და პატრიარქს უნდოდა ერთი რამ, რომ ჩვენ, ქართველებს ერთმანეთი გვყვარებოდა. ეს ის თაობაა, რომელიც ამ ქვეყანას გააბრწყინებს. ეს ქვეყანა ძალიან წინ წავა, მე ამის მჯერა და მთელი არსებით მჯერა პატრიარქის სიტყვების, რომ აფხაზეთი დაბრუნდება. პატრიარქმა თქვა, რომ მე აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდები და პატრიარქი აფხაზეთში აუცილებლად დაბრუნდება. იმიტომ, ტომ ეს ბავშვები აფხაზეთში და სამაჩაბლოში უეჭველი დაბრუნდებიან. ეს ბავშვები იქ ჩაატარებენ ამ მსახურებას. და აფხაზეთის დაბრუნება არ მოხდება მანამ, სანამ ჩვენ, ქართველები ერთმანეთის შეყვარებას და პატივისცემას არ ვისწავლით“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ჯინჭარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდს დაესწრო

გიორგი ჯინჭარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდს დაესწრო

იმედი

შტუტგარტში ესპანეთის გენერალური კონსული, საკონსულო გუნდის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო

შტუტგარტში ესპანეთის გენერალური კონსული, საკონსულო გუნდის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო

იმედი

პოლონეთის ეპისკოპატის გენერალური მდივანი: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად ქართველ ერს

პოლონეთის ეპისკოპატის გენერალური მდივანი: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად ქართველ ერს

იმედი

თბილისის მეტრო დღეს მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

თბილისის მეტრო დღეს მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

იმედი