სვიმონ ჯანგულაშვილი: ხალხის ნაკადი შეუჩერებლად მოდის და ჩანს, რომ ჩვენი ერი არის სიყვარულის მხარეს

სვიმონ ჯანგულაშვილი: ხალხის ნაკადი შეუჩერებლად მოდის და ჩანს, რომ ჩვენი ერი არის სიყვარულის მხარეს

იმედი|imedinews.ge

ხალხის ნაკადი შეუჩერებლად მოდის და ჩანს, რომ ჩვენი ერი არის სიყვარულის მხარეს, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა, დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

მისი თქმით, პატრიარქის ღვაწლი არ იყო ამაო და ნაყოფი გამოიღო.

„მძიმე და მწარე დღეებია, მაგრამ როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, ამ სიმწარეს და განსაცდელს თან ღვთიური ნუგეშიც ახლავს. ნუგეში მაგალითად არის ის, რომ ხალხის ნაკადი შეუჩერებლად მოდის და ჩანს, რომ ჩვენი ერი არის სიყვარულის მხარეს, იესო ქრისტეს მხარეს, უბრალოდ ადამიანობის მხარეს და პატრიარქის ღვაწლი არ იყო ამაო, ნაყოფი გამოიღო და გამოიღებს კიდევაც“, - აღნიშნა მან.

93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია