მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სასულიერო აკადემიის დეკანი ზვიად ვარშალიძე: მისი უწმინდესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სასულიერო აკადემია და სემინარია, ეს ჩანს იქიდანაც, რომ იყო წლები, როდესაც მისი უწმინდესობა უშუალოდ იყო რეაქტორი აკადემიისა
სასულიერო აკადემიის დეკანი ზვიად ვარშალიძე: მისი უწმინდესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სასულიერო აკადემია და სემინარია, ეს ჩანს იქიდანაც, რომ იყო წლები, როდესაც მისი უწმინდესობა უშუალოდ იყო რეაქტორი აკადემიისა

იმედი|imedinews.ge

მას არაერთხელ უხსენებია და უთქვამს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საღვთისმეტყველო განათლებას განსაკუთრებით მომავალი სასულიერო პირებისთვის, - განაცხადა თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანმა მამა ზვიად ვარშალიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია მეორეზე საუბრისას.

მან გაიხსენა, რომ პატრიარქი წლების განმავლობაში მის მიერვე დაფუძნებული, თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორიც იყო.

„ჯერ კიდევ პატრიარქად აღსაყდრებამდეც კი ძალიან დიდ ყურადღებას ავლენდა განათლების მიმართ. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ძალისხმევით 1988 წელს თბილისში გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემია. მას არაერთხელ უხსენებია და უთქვამს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საღვთისმეტყველო განათლებას განსაკუთრებით მომავალი სასულიერო პირებისთვის.

ზოგადად თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია გახლავთ უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც, როგორც უწმინდესმა არაერთხელ ბრძანა, არის მემკვიდრე იმ ძალიან დიდი საგანმანათლებლო კერებისა, რომლებიც ჩვენ ისტორიულად გვქონდა.

მისი უწმინდესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სასულიერო აკადემია და სემინარია, ეს ჩანს იქიდანაც, რომ იყო წლები, როდესაც მისი უწმინდესობა უშუალოდ იყო რეაქტორი აკადემიისა. რა თქმა უნდა, მისი დაფუძნებულია აკადემია, მაგრამ უშუალოდ რეაქტორიც იყო“, - აღნიშნა თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანმა.

სასულიერო აკადემია უწმინდესის ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია. თბილისის სასულიერო აკადემია პატრიარქის მიერ დაარსდა. 1988 წელს, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და მისი უშუალო ხელშეწყობით, სასულიერო სემინარია მცხეთიდან თბილისში გადმოიტანეს და იმავე ბაზაზე თბილისის სასულიერო აკადემია გაიხსნა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა მიუსამძიმრა

იმედი

გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო

გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო

იმედი

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა

იმედი

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მიუსამძიმრა

იმედი