მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მსოფლიო საპატრიარქოს ინფორმაციით, 22 მარტს თბილისში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაში მიიღებს მონაწილეობას
მსოფლიო საპატრიარქოს ინფორმაციით, 22 მარტს თბილისში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაში მიიღებს მონაწილეობას

მსოფლიო საპატრიარქოს ინფორმაციით, 22 მარტს თბილისში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაში მიიღებს მონაწილეობას

იმედი|imedinews.ge

მსოფლიო საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი 22 მარტს თბილისში ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაში მიიღებს მონაწილეობას.

„მისი უწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი 2026 წლის 22 მარტს საქართველოს დედაქალაქ, თბილისში გაემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს მისი უწმინდესობის, საქართველოს გარდაცვლილი პატრიარქის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესიაში, რომელიც წმინდა სამების ტაძარში გაიმართება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მსოფლიო პატრიარქთან ერთად საქართველოში ჩამოვლენ ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი, მთავარეპისკოპოსი აიეტიოსი, პატრიარქის პირადი ოფისის დირექტორი, დიდი არქიდიაკვანი ალექსანდრე, კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, აგრეთვე მსოფლიო საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციის სამსახურის დირექტორი ნიკოლაოს-გეორგოს პაპახრისტუ და საპატრიარქოს თანამშრომელი პანაიოტის გრაფიადელი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ მიუსამძიმრა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ მიუსამძიმრა

იმედი

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა მიუსამძიმრა

იმედი

გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო

გივი მიქანაძემ, მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო

იმედი

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა

იმედი