
იღუმენი გაბრიელი: უმჯობესია მოქალაქეები სამძიმარზე დღეს და ხვალ მოვიდნენ, რადგან კვირას, დაკრძალვის ცერემონია როდესაც დაიწყება, ქუჩები გადატვირთული იქნება
იმედი|imedinews.ge
უმჯობესია მოქალაქეები სამძიმარზე დღეს და ხვალ მოვიდნენ, რადგან კვირას, დაკრძალვის ცერემონია როდესაც დაიწყება, ქუჩები გადატვირთული იქნება და ტაძარში შემოსვლაც გაუჭირდებათ, - განაცხადა მედიასთან იღუმენმა გაბრიელმა.
„უკეთესი იქნება დაკრძალვის შემდგომ, 3 დღის ან ერთი კვირის შემდეგ საფლავზე მივიდეთ და პატივი მივაგოთ“, - აღნიშნა დეკანოზმა.
მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატრიარქმა განვლო ძალიან დიდი, რთული გზა, რომელიც იყო ეკლიანი და ეს არცერთ მის სულიერ შვილს არ აგრძნობინა.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge