სამებაში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება

სამებაში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება

იმედი|imedinews.ge

სამებაში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ტაძარში 24 საათის განმავლობაში ხალხის უწყვეტი ნაკადია. მოქალაქეები ქვეყნის ყველა კუთხიდან იკრიბებიან, რათა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგონ.

სამებაში დღეს ქართველი სამხედროებიც იმყოფებოდნენ. ასევე, ხელისუფლების წევრები, პროკურატურის, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და კიდევ ბევრი სხვა უწყების თუ პროფესიის წარმომადგენლები.

ვრცლად ანა ბერძენიშვილის სიუჟეტში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია