
ანზორ ჩუბინიძე: ხალხს ექნება საშუალება, პატრიარქის გამოსვენების მთელი გზის განმავლობაში, რომ გვერდითა პოზიციები დაიკავოს - სიონში დაშვება იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირებისთვის
ხალხს ექნება საშუალება, პატრიარქის გამოსვენების მთელი გზის განმავლობაში, რომ გვერდითა პოზიციები დაიკავოს, - განუცხადა ჟურნალისტებს სამების ტაძრის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ.
მან სამების ტაძრიდან უწმინდესის გამოსვენებაზე ისაუბრა.
„შეიზღუდება შუა ნაწილი, საიდანაც მოხდება მსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქის გამოსვენება და გვერდითი ნაწილები იქნება თავისუფალი. ასევე, ხალხს ექნება საშუალება, პატრიარქის გამოსვენების მთელი გზის განმავლობაში, რომ გვერდითა პოზიციები დაიკავოს.
მაქსიმალურად მოზიდული იქნება პოლიციური ძალები, რათა ხელი შეუწყოს გადასვენების პროცესს და ასევე, საჭირო რაოდენობით მოზიდული იქნება თავდაცვის ძალები.
სიონი იქნება დაკეტილი, დაშვება იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირებისთვის - არც მოქალაქეები, არც ქვეყნის მთავრობა, საკანონმდებლო ორგანო არ იქნება“, - განაცხადა ჩუბინიძემ.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge