
პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე მრევლი და სასულიერო პირები წალენჯიხიდანაც დაიძრნენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მრევლი და სასულიერო პირები დაიძრნენ წალენჯიხიდანაც. როგორც ამბობენ, ისინი ამაყები არიან პატივი მიაგონ ეპოქალური პიროვნების ხსოვნას და ბოლო გზაზე გააცილონ ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში.
ბოლო სამი დღეა თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან. ტრანსპორტის განრიგისა და მარშრუტის შესახებ ინფორმაციები მუნიციპალიტეტების ოფიციალურ გვერდებზეა განთავსებული. დამატებით რეისები ზუგდიდიდან და ფოთიდან დანიშნა საქართველოს რკინიგზამაც.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის უფასო ტრანსპორტი დაინიშნა.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge