
აჭარიდან პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე მრევლი გამოემგზავრა
იმედი|imedinews.ge
პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე მრევლი აჭარიდან გამოემგზავრა. ასობით მოქალაქე დილიდან შეიკრიბა ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და შუახევში. მათთვის სპეციალური ტრანსპორტი გამოიყო.
მლოცველები სამების საკათედრო ტაძარში შეუერთდებიან იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად ჩამოდიან. ისინი საუბრობენ პატრიარქის როლზე ქვეყნის ისტორიაში. დამატებით რეისები ბათუმიდან საქართველოს რკინიგზამაც დანიშნა. ავტოკოლონა ბათუმიდან ხვალაც გამოემგზავრება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის უფასო ტრანსპორტი დაინიშნა.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge