
პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მოქალაქეები მთელი ქვეყნიდან ჩამოდიან - ხალხის ნაკადი ავლაბრის მოედნიდან სამების აღმართამდე კიდევ უფრო მატულობს. ვიდეო
იმედი|imedinews.ge
საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს გლოვობს - უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, რომელმაც ეპოქა შექმნა.
პატრიარქისთვის პატივის მისაგებად და მასთან გამოსამშვიდობებლად ხალხის უპრეცედენტო რაოდენობაა. ავლაბრის მოედნიდან სამების აღმართამდე ხალხის ნაკადი კიდევ უფრო იმატებს, მოქალაქეები რეგიონებიდან არიან ჩამოსული. მის ღვაწლზე ყველაზე მეტად ვიდეო კადრები მეტყველებს.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge