
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძრისკენ მსვლელობას აწყობენ „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძრისკენ მსვლელობას აწყობენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელთაც სხვა ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.
„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ საქართველოს ამ დიდ დანაკარგს. ჩვენი უწმინდესი იყო ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოწოდებული იყო ერთობისკენ, სიყვარულისკენ და განსაკუთრებით ზრუნავდა ახალგაზრდებზე. აქ ვარ შეკრებილი ადამიანები, რომლებიც მის მაგალითზე გავიზარდეთ”, - განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა და „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვარლამ ლიპარტელიანმა.
სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდზე მოქალაქეები მთელი ქვეყნიდან ჩამოდიან.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge