ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად, თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა

ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად, თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა

იმედი|imedinews.ge

ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად, თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე დახვდნენ.

ვაჰაგნ ხაჩატურიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვას დელეგაციასთან ერთად დაესწრება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია