მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ
საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ

იმედი|imedinews.ge

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მივიდნენ. სამებაში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ. ამასთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვა მიმდინარეობს.

სამებისკენ მიმავალ გზაზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, გადაწყდა, რომ დღესაც, წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი დერეფანი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მრევლს უწყვეტად კვლავ შეეძლება შესვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება. ამასთან, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, გადასვენების დროს დერეფნის გასწვრივ, ორივე მხარეს განლაგდნენ.

მოქალაქეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია II-სთან გამოსამშვიდობებლად სიონის ტაძარშიც დილიდან იკრიბებიან. სამების საკათედრო ტაძრიდან ფეხით მსვლელობა სიონის საკათედრო ტაძრისკენ 15:00 საათზე უნდა დაიწყოს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოში ჩამოვიდა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოში ჩამოვიდა

იმედი

ისრაელში ირანის დარტყმების შედეგად 150 ადამიანზე მეტი დაშავდა

ისრაელში ირანის დარტყმების შედეგად 150 ადამიანზე მეტი დაშავდა

იმედი

სამების საკათედრო ტაძართან პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მისული მოქალაქეების კვლავ უწყვეტი ნაკადია

სამების საკათედრო ტაძართან პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მისული მოქალაქეების კვლავ უწყვეტი ნაკადია

იმედი

კუბა კვირის განმავლობაში მეორედ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

კუბა კვირის განმავლობაში მეორედ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

იმედი