ილია მეორის პატივსაცემად, სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე დერეფანია მოწყობილი

ილია მეორის პატივსაცემად, სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე დერეფანია მოწყობილი

იმედი|imedinews.ge

სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის პატივსაცემად, დერეფანია მოწყობილი.

თავდაცვის ძალები დროშებით დგანან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

12:15 საათზე ტაძარში მიბრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია