
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I სამების საკათედრო ტაძარში მივიდა
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I სამების საკათედრო ტაძარში მივიდა. მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო და წმ. სინოდის წარმომადგენლები ტაძრის შესასვლელთან შეხვდნენ.
ბართლომეოს I-მა ილია II-ის სასახლე გვირგვინით შეამკო.
კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.
იმედი
წყარო: imedinews.ge