
მოსაყდრე შიო: ყველანი მომსწრენი ვართ საოცარი ფაქტისა - ხალხი უზარმაზარ ნაკადად მოედინება სამების ტაძრისკენ. განსაკუთრებული მადლობა გარეთ მდგარ ხალხს ეკუთვნის, რომელთაც არ მიეცათ მსახურებაში უშუალო მონაწილეობის საშუალება
ყველანი მომსწრენი ვართ საოცარი ფაქტისა - 4 დღეა ზღვა ხალხი, დიდი თუ პატარა, უზარმაზარ ნაკადად მოედინება სამების საპატრიარქო ტაძრისკენ, რათა თავისი სიყვარული და პატივისცემა გამოხატონ დამაშვრალი სულიერი მამისადმი, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ. მისი თქმით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის მათ, ვისაც მსახურებაში მონაწილეობას საშუალება არ მიეცათ.
„განსაკუთრებული მადლობა დღეს ამ ტაძრის გარეთ მდგარ ხალხს ეკუთვნის, რომელთაც არ მიეცათ მსახურებაში უშუალო მონაწილეობის საშუალება, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყვნენ და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდნენ. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ილია II, გთხოვთ, დალოცეთ ჩვენი ერი, დალოცეთ სრულიად საქართველო, საქართველოს ეკლესიის სისავსე, ყოველი ჩვენგანი, დალოცეთ მთელი მსოფლიო.
და ბოლოს, ჩვენს პატრიარქთან მიმართებით მინდა გავიმეორო წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები წმინდა ბასილი დიდის გარდაცვალების გამო თქმული: „მართალია, ჩვენ დაგვტოვე ამ ქვეყნად, განიხარე და იშვებდე უფალში მარადის, ამინ“, - განაცხადა შიომ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge