
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის გარდაცვალება გახდა საერთო მწუხარება და ქართველები გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები. უცხო ადამიანები გაგვაერთიანა ერთმა წუხილმა
პატრიარქის გარდაცვალება გახდა საერთო მწუხარება და ჩვენ, ქართველები, გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები. უცხო ადამიანები გაგვაერთიანა ერთმა წუხილმა, - განუცხადა ჟურნალისტებს სიონში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
მან ისაუბრა პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებითაც. მამა ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა წლების წინ პატრიარქთან საუბარი, რომ ხმამაღლა გამოაცხადა ის, რაც უნდა ეწეროს ანდერძში.
„მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა.
მან თქვა ასეთი რამ: მითქმა-მოთქმა რომ არის, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძშიო - ახლა მაგით მეტად რომ აღარ დაინტერესდნენ, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge