მამა გიორგი ზვიადაძე: ამ დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში არის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება პატრიარქის განუზომელ ღვაწლთან - ჩვენმა საზოგადოებამ მთელ მსოფლიოს აჩვენა უდიდესი ღირსება და სიყვარული

მამა გიორგი ზვიადაძე: ამ დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში არის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება პატრიარქის განუზომელ ღვაწლთან - ჩვენმა საზოგადოებამ მთელ მსოფლიოს აჩვენა უდიდესი ღირსება და სიყვარული

იმედი|imedinews.ge

ამ დღეების განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ, ჩვენმა საზოგადოებამ, წმინდა ეკლესიამ მთელ მსოფლიოს აჩვენა უდიდესი ღირსება, უდიდესი შეგნება და უდიდესი სიყვარული პატრიარქისადმი და ეს არის საყოველთაო სახალხო სიყვარული. მადლიერებით ვარ სავსე, ეს არის ქართველი ერის საუკეთესო თვისებების გამოხატულება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ.

„ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც ღვთვის მადლით გათვითცნობიერებულია ეკლესიურ აზროვნებასა და ცნობიერებაში, კარგად იცის, რომ ეკლესიისთვის ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ როგორია დამოკიდებულება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოსი მის მამამთავართან. ამ დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში არის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება პატრიარქის განუზომელ ღვაწლთან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მთელი მსოფლიო ამას თვალს ადევნებს“, - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე თქმით, პატრიარქის გარდაცვალებამ მთელი მსოფლოს მართლმადიდებელი ეკლესია შეძრა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია