მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

სოფელ უბისაში ბრაკონიერმა სანადირო იარაღით შველი მოკლა. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 5 ათასი ლარია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ ბრაკონიერობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი

მეუფე შიო: როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეში და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა - მთელი საქართველო ფეხზე ადგა

მეუფე შიო: როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეში და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა - მთელი საქართველო ფეხზე ადგა

იმედი

ჯაბა ხუბუა: პატრიარქმა მიტროპოლიტი შიო მოსაყდრედ გამოარჩია ე.წ. ციანიდის ამბის კვალდაკვალ, როცა უმძიმესი პერიოდი იდგა, შესაბამისად, ტახტის მოსაყდრის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად, გარდაცვლილ პატრიარქთან ბრძოლას ნიშნავს

ირაკლი ქადაგიშვილი: ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მათი მოსვლის შანსი წლიდან წლამდე უფრო მცირე ხდება

ირაკლი ქადაგიშვილი: ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მათი მოსვლის შანსი წლიდან წლამდე უფრო მცირე ხდება

იმედი