მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიგლა თამაზაშვილი: გადასახდელი თანხის დაახლოებით 80%-ს სახელმწიფო ფარავს
გიგლა თამაზაშვილი: გადასახდელი თანხის დაახლოებით 80%-ს სახელმწიფო ფარავს

გიგლა თამაზაშვილი: გადასახდელი თანხის დაახლოებით 80%-ს სახელმწიფო ფარავს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების პროგრამა. ცვლილების მიზანია წყლის რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენება, სამელიორაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სისტემის გამართული ფუნქციონირება. ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

როგორც შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა აღნიშნა, მოქმედი ტარიფი 14 წლის წინ იყო დადგენილი და ვეღარ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს.

„საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ახალი ტარიფი ეფუძნება რეალურ საოპერაციო ხარჯებს და არ მოიცავს კაპიტალურ თუ მიმდინარე დანახარჯებს, რადგან მათ სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ტარიფის ცვლილებამდე სარწყავი წყლის საფასური ჰექტარზე 75 ლარი იყო, თუმცა დარჩენილ ნაწილს მაშინაც სახელმწიფო აფინანსებდა. მიღებული განკარგულებით, განისაზღვრა არა ერთჯერადი მორწყვის, არამედ ერთი კუბური მეტრი წყლის საფასური, რომელიც ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურებისთვის 0.0826 ლარს შეადგენს. ამ გათვლით, ერთი მორწყვის ციკლის ღირებულება 116.50 ლარია. ერთწლოვანი კულტურებისთვის 4 მორწყვის ოპერაციის საფასური ჯამურად შეადგენს 466 ლარს, საიდანაც 349 ლარს სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო მრავალწლოვანებისთვის 408 ლარს, საიდანაც 306 ლარი სუბსიდირდება. შედეგად, მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის დაახლოებით 80%-ს სახელმწიფო ფარავს“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

იმედი

ორბანი მოუწოდებს ზელენსკის დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი აგენტები უნგრეთიდან - „უნგრეთში არასდროს ჩატარებულა არჩევნები, რომელშიც ასე ღრმად ყოფილიყვნენ ჩარეულნი უცხოური დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, როგორც ახლა“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელის წესებში“ ცვლილებები შეიტანა

გიგლა თამაზაშვილი: თითოეული მორწყვის ციკლი მოიცავს ორკვირიან პერიოდს, რომლის განმავლობაში ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეეძლებათ

გიგლა თამაზაშვილი: თითოეული მორწყვის ციკლი მოიცავს ორკვირიან პერიოდს, რომლის განმავლობაში ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეეძლებათ

იმედი