ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები და ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სპორტისა და განათლების საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების რეფორმასა და პროფესიულ განათლებაზე.

„მოსწავლეები ასევე დაინტერესდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საკითხით.

ახალგაზრდებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს და საკანონმდებლო ორგანოს ისტორიას გაეცნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია