გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და პროფესიულ კოლეჯს „აისი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და პროფესიულ კოლეჯს „აისი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და პროფესიულ კოლეჯს „აისი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს პროფესიული განათლებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარების პროცესში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი საქმიანობის ხელშეწყობას. თანამშრომლობა მიმართული იქნება აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროებში საგანმანათლებლო და პრაქტიკული შესაძლებლობების განვითარებაზე, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან ეფექტიან დაკავშირებას, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული უნარების გაძლიერებასა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო, საინფორმაციო და პრაქტიკული პროექტების განხორციელება, ტრენინგების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, ასევე გამოცდილების გაზიარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მიდგომების დანერგვას და მდგრადი განვითარების პრინციპების გაძლიერებას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია