
მამა გიორგი ვაშალომიძე: სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მდებარეობს მისი უწმინდესობის საფლავი, არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი,დღევანდელი დღის ჩათვლით
იმედი|imedinews.ge
სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მდებარეობს მისი უწმინდესობის საფლავი, არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი, დღევანდელი დღის ჩათვლით,- განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა, სასულიერო აკადემიის დეკანმა, მამა გიორგი ვაშალომიძემ.
„მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან იგრძნობა. მისი გარდაცვალების მერეც ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ მისი უწმინდესობა აგრძელებს მოღვაწეობას იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი მობრძანდება სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მდებარეობს მისი უწმინდესობის საფლავი. არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი, დღევანდელი დღის ჩათვლით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად უყვარს ქართველ ადამიანს პატრიარქი. მან დაიბარა ის, რაც დაიბარა და დანარჩენი დასკვნები ყველამ უნდა გააკეთოს“,- აღნიშნა მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ.
საქართველომ 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge