ირაკლი ანთაძე: მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თავისუფალი გადაადგილების საკითხი ერგნეთში შეხვედრაზე აუცილებლად გაჟღერდება, რათა მოსახლეობამ შეძლოს სასაფლაოებზე დაუბრკოლებლად გასვლა

ირაკლი ანთაძე: მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თავისუფალი გადაადგილების საკითხი ერგნეთში შეხვედრაზე აუცილებლად გაჟღერდება, რათა მოსახლეობამ შეძლოს სასაფლაოებზე დაუბრკოლებლად გასვლა

იმედი|imedinews.ge

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 131-ე სამუშაო შეხვედრა იმართება. თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს,მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს განიხილავენ.

როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს განიხილავენ.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. ვგულისხმობ უკანონო დაკავებებს, ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით დადგება საკითხი ქალბატონი თამარ მეარაყიშვილის, რომელიც ჯერ უკანონოდ დააკავეს, შემდეგ უკანონოდ გამოაძევეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან.

დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 12 პირი, ასევე დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის 7 შემთხვევა. თავისუფალი გადაადგილების საკითხი არის ჩვენი დღის წესრიგის მუდმივი პუნქტი. ეს საკითხი რეგულარულად დგება და ბუნებრივია, მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საკითხი აუცილებლად გაჟღერდება, რათა მოსახლეობამ შეძლოს სასაფლაოებზე დაუბრკოლებლად გასვლა და სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება“, - აღნიშნა ანთაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია