მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ცვლილება, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ცვლილება, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ცვლილება, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება, მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ცვლილების თანახმად, გარდამავალი დებულების ნაწილს ემატება საგამონაკლისო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე - პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება პირს, რომელსაც 6 წელი უსრულდება 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

„მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის თქმით, პირველი მოსმენის შემდეგ კანონში ცვლილებები არ განხორციელებულა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

იმედი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: სოფელ წკერეში, აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები. კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა IFE London 2026-ზე მიიღეს მონაწილეობა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა IFE London 2026-ზე მიიღეს მონაწილეობა

იმედი

აზიის განვითარების ბანკში კვარტალური შეხვედრა გაიმართა

აზიის განვითარების ბანკში კვარტალური შეხვედრა გაიმართა

იმედი