
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში სსიპ ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის და სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლებმა საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს მომხმარებელთა უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, GCCA-ის წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.
სკოლებში შეხვედრები GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge