მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა
სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენიზო პირობებისა და სემეკის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას დაევალა, სანქციის სახით დაკისრებული 50 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

საჯარიმო სანქციის გამოყენების საფუძველს წარმოადგენს მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე სემეკში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა სხვადასხვა კრიტიკული სისტემური ხარვეზი.

„მათ შორის: სისტემური დაყოვნება - კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო საკითხებთან დაკავშირებული მასალების კომისიაში წარმოდგენის სისტემურ დაყოვნებას, რაც აფერხებს მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვის პროცესს;

ქმედითი ღონისძიებების არარსებობა - მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას მოთხოვნის საფუძველზე, საკითხის დეტალურად შესწავლისთვის მიეცა დამატებითი გონივრული ვადა, კომპანიამ კომისიაში არ წარმოადგინა პრობლემების აღმოფხვრის ქმედითი და არგუმენტირებული გეგმა/ინფორმაცია;

მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნების უგულებელყოფა: კომპანიის მხრიდან კომისიის ოფიციალური მოთხოვნებისა და დადგენილი ვადების უგულებელყოფა საფრთხეს უქმნის ადმინისტრაციული პროცესის ეფექტიანობასა და მარეგულირებელი კონტროლის მექანიზმების ჯეროვან შესრულებას.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ საჯარო სხდომაზე განემარტა, რომ აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული გაორმაგებული ჯარიმა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება

ნინო ენუქიძე: აქტიური პრივატიზაციის პროცესის შედეგად 2026  წლის პირველი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შესრულდა

ნინო ენუქიძე: აქტიური პრივატიზაციის პროცესის შედეგად 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შესრულდა

იმედი

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი

დეკანოზი ლევან ალადაშვილი: პატრიარქის არჩევა მოხდება წმინდა სინოდის წევრების მიერ და ეს მათი გადასაწყვეტია - პატრიარქის ფაქტორი, მისი ანდერძი, მისი არჩევანი, ალბათ, დიდწილად გათვალისწინებული იქნება.