ლაშა გეგეჭკორი: იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ლაშა გეგეჭკორი: იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა

იმედი|imedinews.ge

იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - აცხადებს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.

„მესიჯბოქსი არის პოლიტიკური, ან საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ მიზნობრივი აუდიტორიისთვის წინასწარ შემუშავებული გზავნილი/იდეა, რომელიც ემსახურება ერთიანი პოზიციის წარმოჩენას კონკრეტულ საკითხზე.

სანქციების შავი ხვრელის, რუსული კანონის და სხვა გზავნილების შემდეგ დადგა ძაღლების თემის დროც.

რეგიონებისთვის ეს არის - “ძაღლებს წვავენ.” თბილისისთვის - “ჩემი ძაღლი წაიყვანეს. ვრეკავ, არ მეუბნებიან სად არის.”

დღეს აერიათ მესიჯბოქსი და თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე კრემატორიუმს ეძებდნენ.

იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მათ არც ადამიანის ჯანმრთელობა ადარდებთ, რადგან ცხოველის ზოონოზური დაავადების შემთხვევაში, ის ადამიანზე გადადის.

მიზნობრივი აუდიტორია სახეზეა. ვისგან მოდის მესიჯბოქსი - ესეც.

დანარჩენი სამართალდამცავი სტრუქტურების საქმეა“, - აცხადებს გეგეჭკორი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია