
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლ „ბლეზის“ ჩვენება გაიმართა
იმედი|imedinews.ge
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლ „ბლეზის“ ჩვენება გაიმართა. სპექტაკლს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ ნამუშევარში უნივერსიტეტის ცხრა დიპლომანტი სტუდენტი მონაწილეობს. "ბლეზი" მათი სადიპლომო სპექტაკლია. თეატრის დირექტორის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა მსახიობები დასის წევრები გახდნენ და უკვე მონაწილეობენ სხვადასხვა სარეპერტუარო სპექტაკლში.
„ბლეზის" რეჟისორები დიმიტრი ხვთისიაშვილი და გიორგი სულთანიშვილი არიან. პიესის თარგმანი და სცენური ადაპტაცია დიმიტრი ხვთისიაშვილს ეკუთვნის.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge