საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სააღდგომოდ დამატებითი ავიარეისები დანიშნა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სააღდგომოდ დამატებითი ავიარეისები დანიშნა

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისი დანიშნა. ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 9-14 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

9 აპრილი: ნატახტარი - მესტია, გაფრენა - 16:00 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა - 17:20 საათზე

14 აპრილი: ნატახტარი - მესტია, გაფრენა - 16:00 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა - 17:20 საათზე.

შეგახსენებთ, 1 გზის ბილეთის ღირებულება ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს შეადგენს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე: https://www.airports.ge/flight/list?page=2

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია