მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სამუშაო ვერსია ეროვნულ არქივში იქნება დაცული
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სამუშაო ვერსია ეროვნულ არქივში იქნება დაცული

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სამუშაო ვერსია ეროვნულ არქივში იქნება დაცული

იმედი|imedinews.ge

1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის პირველადი ხელნაწერები (ჩასწორებული პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და აკადემიკოს ჯონი ხეცურიანის მიერ) ამიერიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში იქნება დაცული.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ღონისძიების მონაწილეებმა მოისმინეს ჯონი ხეცურიანის მოხსენება – „35 წელი ¬საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან“, სადაც იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა დამოუკიდებლობის აქტის ტექსტზე მუშაობის ისტორია გაიხსენა. მანვე გამოთქვა სურვილი, საკუთარ არქივში დაცული, ამ პროცესის ამსახველი ისტორიული დოკუმენტი საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაეცა.

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრებთან ერთად სხდომაში მონაწილეობდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.

ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიასთან დაკავშირებული ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ეროვნული არქივის ფონდებისათვის ძვირფასი შენაძენია.

დოკუმენტის ციფრული ვერსია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი იქნება ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზის, ასევე, ვებგვერდის მეშვეობით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს რკინიგზის განვითარების გეგმა - პრემიერ-მინისტრის ინიციატივების ამოცანა გამტარუნარიანობის გაორმაგებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს რკინიგზის განვითარების გეგმა - პრემიერ-მინისტრის ინიციატივების ამოცანა გამტარუნარიანობის გაორმაგებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

რატომ არ ასახა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს არჩევნების შედეგები ოფიციალურ ვებგვერდზე - თბილისის ორი ნოტა ბერლინს და სადეპუტატო კითხვა საგარეო უწყებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ არ ასახა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს არჩევნების შედეგები ოფიციალურ ვებგვერდზე - თბილისის ორი ნოტა ბერლინს და სადეპუტატო კითხვა საგარეო უწყებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: როდესაც იგრძნობს, რომ ბუნკერიდან გამოსვლა შეუძლია, ნეთანიაჰუ შეეცდება მოგყიდოთ იდეა, თითქოს ირანის კამპანია წარმატებული იყო - ეს იქნება სრული სიცრუე

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: როდესაც იგრძნობს, რომ ბუნკერიდან გამოსვლა შეუძლია, ნეთანიაჰუ შეეცდება მოგყიდოთ იდეა, თითქოს ირანის კამპანია წარმატებული იყო - ეს იქნება სრული სიცრუე

იმედი

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

იმედი