მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა

მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა

იმედი|imedinews.ge

ცნობილი მომღერალი გოჩა ლორია 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის წევრი ავრცელებს.

გოჩა ლორიას კარიერა 1965 წელს, მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ ანსამბლ „რეროში“ დაიწყო. შემდეგ იყო რობერტ ბარძიმაშვილის მიერ დაარსებულ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის, „75“-ის სოლისტი. ანსამბლში მან არაერთი სიმღერა შეასრულა, რომლებიც დღემდე პოპულარულია („ჩურჩულები“, „დრო სათაყვანო“ და სხვ.).

80-იან წლებში გოჩა ლორია ანსამბლ „ივერიაში“ მიიწვია კომპოზიტორმა ალექსანდრე ბასილაიამ და მიუზიკლ „ჩხიკვთ ქორწილში“ ერთ-ერთი მთავარი – ყვავის როლი შესთავაზა. მიუზიკლი გოჩა ლორიამ სამი წლის განმავლობაში 1 500-ჯერ შეასრულა.

გოჩა ლორიას 14 აპრილს დაკრძალავენ. გამოსვენება წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრიდან (აგრარულ უნივერსიტეტთან).

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია