მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა

იმედი|imedinews.ge

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა.

ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სადღესასწაულო წირვას მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტის ასლი, საქართველოში 1989 წელს ჩამოაბრძანეს. ხატის ასლი ათონის მთის ბერებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად დაწერეს. აღნიშნული ხატი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული.

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა კი საზოგადოების შემოწირულებით, 2012 წელს დაიწყო. პატრიარქის კურთხევით, ტაძრის მშენებლობაში სრულიად საქართველო იყო ჩართული.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ხედავს იმას, რომ საქართველოში საკუთრების უფლება არის აბსოლუტურად დაცული. საქართველოში საარჩევნო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამართული და ჩამოყალიბებული

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ხედავს იმას, რომ საქართველოში საკუთრების უფლება არის აბსოლუტურად დაცული. საქართველოში საარჩევნო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამართული და ჩამოყალიბებული

იმედი

ლევან მაჭავარიანი: დღეს ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი. ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება. ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მოყოლებული, 2 124 ადამიანი დაიღუპა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მოყოლებული, 2 124 ადამიანი დაიღუპა

იმედი

გივი მიქანაძე გაეროს სათავო ოფისში ახალგაზრდობის საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

გივი მიქანაძე გაეროს სათავო ოფისში ახალგაზრდობის საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

იმედი