
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ქსელის ENIC-NARIC-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, ვარშავასა და რომში, ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპულ ქსელის (ENIC-NARIC) წევრების ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის (TST 3) ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა სლავური და ლათინო-ამერიკული ქვეყნების საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარების სპეციფიკა განიხილეს.
ლათინო-ამერიკული ქვეყნების ექსპერტების მსგავს ფორმატში შეხვედრა პირველად გაიმართა, რაც ქსელის გეოგრაფიული არეალის გაფართოებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
პროექტის (TST 3) მიზანია ENIC-NARIC ქსელის ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და საგანმანათლებლო კვალიფიკაციების ეფექტიანად აღიარებას.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენს ENIC-NARIC-ის წარმომდგენლებისთვის ქართული საგანმანათლებლო სისტემის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო დოკუმენტების შესახებ სანდო და აქტუალური ინფორმაციის მიწოდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge