
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შეხვედრაზე პროკურორებმა დეტალურად ისაუბრეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებსა და მის მძიმე შედეგებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარკოტიკული დანაშაულის არსს, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, პროკურორებმა სტუდენტების მიერ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხეს. შეხვედრაზე ასევე მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.
ღონისძიების მთავარი მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge