ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი საქართველოში იმყოფება

ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი საქართველოში იმყოფება

იმედი|imedinews.ge

ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით - „კვლევებიდან-შედეგებამდე, პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“.

კონფერენციის დაწყებამდე კამპინოსი შეხვდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს და საქპატენტის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძეს. შეხვედრაზე განიხილეს მეცნიერების, ინოვაციების და ინტელექტუალური საკუთრების განვითარების საკითხები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია