
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ
იმედი|imedinews.ge
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ.
დელეგაციას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატებიც.
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა მწუხარება გამოთქვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოხატეს.
მხარეებმა ქრისტიანულ ფასებულობებზე, ასამბლეის მუშაობის სპეციფიკასა და საქართველოში სამუშაო ვიზიტზე ისაუბრეს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge