გივი მიქანაძემ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გივი მიქანაძემ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას სააგენტოს თანამშრომლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ქვეყანაში საფრთხეების დროულ გამოვლენასა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვაში სააგენტოს მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სააგენტოს იუბილე მიულოცეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბიამ და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და პარტნიორი ორგანიზაციები დაჯილდოვდნენ.

გივი მიქანაძემ ჯილდოები გადასცა და მიღწეული წარმატება მიულოცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამრეწველო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია