საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მესტიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მესტიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მესტიის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ მესტიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შეხვედრაზე პროკურორმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე. ასევე ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.

საინფორმაციო შეხვედრაზე პროკურორმა ასევე ისაუბრა ნარკოტიკული დანაშაულის არსზე და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებზე, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს პროკურორებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეებში ნარკოტიკულ დანაშაულებზე ცნობიერების ამაღლებას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია