
ბაჩო ახალაიას ადვოკატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა
იმედი|imedinews.ge
ბაჩო ახალაიას ადვოკატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა.
რომეო საჯაიამ უწყება მალევე დატოვა, თუმცა, მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მას სავარაუდოდ. საქმის მასალები გადასცეს.
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.
ახალაია სასჯელს 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის, რუსთავის ციხეში იხდის.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge