
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
იმედი|imedinews.ge
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 3 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 4 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge