საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა ზუგდიდის N5, ფოთის N11, ასევე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნის საჯარო სკოლასა და მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრაზე პროკურორებმა დეტალურად ისაუბრეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებსა და მის მძიმე შედეგებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარკოტიკული დანაშაულის არსს, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. ასევე ხაზი გაესვა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას.

ღონისძიებების მიზანია მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია