მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

იმედი|imedinews.ge

საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 145 608 ლარი შეადგინა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 579,39 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 145 608 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია ერთ-ერთი სამართალდამრღვევი მოქალაქის მიერ, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტი, როდესაც თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 76 509 ლარი შეადგინა.

სამი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 14 813 ლარით დაჯარიმდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი - იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი

ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში

ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში

იმედი

ირაკლი კობახიძე: დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, სადაც ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის

ირაკლი კობახიძე: დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, სადაც ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის

იმედი

სოფელ ველისციხეში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს

სოფელ ველისციხეში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს

იმედი