
შსს: გამოძიება დაწყებულია. ლუკა ჭოხონელიძეს გამოკითხვაზე დღესვე დაიბარებენ
გამოძიება დაწყებულია. ლუკა ჭოხონელიძეს გამოკითხვაზე დღესვე დაიბარებენ, - განუცხადეს „ქრონიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„გამოძიება დაწყებულია 137-ე მუხლით. ალბინა კორძაია გუშინვე იქნა გამოკითხვაზე დაბარებული, რომელმაც განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდება 22 აპრილს, ადვოკატთან ერთად. რაც შეეხება, ლუკა ჭოხონელიძეს, მას გამოკითხვაზე დღესვე დაიბარებენ“ - აცხადებენ უწყებაში.
ოპოზიციონერმა აქტივისტმა ალბი კორძაიამ, ლუკა ჭოხონელიძე გოგონას გაუპატიურებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გაუპატიურების მსხვერპლს საჯაროდ გამოჩენა არ უნდა. მოგვიანებით, კორძაიამ აღნიშული პოსტი წაშალა. ოპოზიციური მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელი, ლუკა ჭოხონელიძე, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გაუპატიურებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პასუხობს და აცხადებს, რომ არავის მისცემს საკუთარი ღირსების შებღალვის უფლებას.
იმედი
წყარო: imedinews.ge