მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ თბილისში მომხდარ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ თბილისში მომხდარ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ თბილისში მომხდარ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 აპრილს, თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩა N1-ში მდებარე ბინაში, ბრალდებულმა, ანგარებით, ფულის და პირადი ნივთების დაუფლების მიზნით, დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით ( განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვაშინგტონში მეფე ჩარლზ მესამის ვიზიტის მოლოდინში დიდი ბრიტანეთის ნაცვლად ავსტრალიის დროშები დაკიდეს

ვაშინგტონში მეფე ჩარლზ მესამის ვიზიტის მოლოდინში დიდი ბრიტანეთის ნაცვლად ავსტრალიის დროშები დაკიდეს

იმედი

3 ოქრო, 5 ვერცხლი და 12 ბრინჯაო - საქართველოს სამბოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 20 მედლით დაასრულა

3 ოქრო, 5 ვერცხლი და 12 ბრინჯაო - საქართველოს სამბოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 20 მედლით დაასრულა

იმედი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

იმედი

საერთაშორისო ფესტივალი - „კლასიკური კონცერტები ბათუმში“, გალა კონცერტით დაიხურა

საერთაშორისო ფესტივალი - „კლასიკური კონცერტები ბათუმში“, გალა კონცერტით დაიხურა

იმედი