სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1982 წელს დაბადებული ი.ჩ. ფოთში, საბაჟო გამშვებ პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს.

„ბრალდებულის სამგზავრო ჩანთის შემოწმებისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია