ისრაელის ჩემპიონატის 25-ე ტურში იერუსალიმის „ბეითარმა“ „ირონი“ 3:2 დაამარცხა, ლუკა გადრანმა გოლი გაიტანა

ისრაელის ჩემპიონატის 25-ე ტურში იერუსალიმის „ბეითარმა“ „ირონი“ 3:2 დაამარცხა, ლუკა გადრანმა გოლი გაიტანა

იმედი|imedinews.ge

ისრაელის ჩემპიონატის 25-ე ტურში იერუსალიმის „ბეითარმა“ „ირონი“ 3:2 დაამარცხა, ხოლო ლუკა გადრანმა გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში დებიუტის შემდეგ მან შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი 73-ე წუთზე აიღო და იმ დროისთვის ანგარიში 1:2 გახადა. საბოლოოდ, „ბეითარმა“ კიდევ ორჯერ გაიტანა და მოიგო.

გადრანს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელაც საგოლე პასი გააკეთა. „ბეითარი“ ისრაელის“ ჩემპიონატში 54 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერს, ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში 11 აპრილს, იერუსალიმის „ჰაპოელს“ შეხვდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია