
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან
იმედი|imedinews.ge
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან.
საქართველოს ნაკრების წევრებმა შევარდენის დარბაზში ღია ვარჯიში გამართეს.
ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს ტურნირში როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში 9-9 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, მათ შორის 2 მოქმედი ჩემპიონია - გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე. კონტინენტის პირველობას საქართველო 16-დან 19 აპრილის ჩათვლით ისტორიაში მეორედ და 2009 წლის შემდეგ პირველად უმასპინძლებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge